ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს. ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ზე ტესტი 273 ადამიანს ჩაუტარდა. ვირუსი 38 მათგანს გამოუვლინდა. აფხაზეთში სულ კორონავირუსის 610 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა ოკუპირებულ რეგიონში 6 ადამიანი იმსხვერპლა, 165 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
