საქართველოში ახალი შეზღუდვები წესდება - COVID 19
საქართველოს რამდენიმე ქალაქში საკლასო ოთახებში სწავლის დაწყება გადაიდო. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერმა განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება საჭიროა იმისთვის, რომ დღევანდელი რისკები სწორად შეფასდეს. საჭიროა ორი კვირა და ამის შემდგომ იქნება მიღებული დამატებითი გადაწყვეტილება ბავშვებთან მიმართებით.
„ორი კვირით, ისევე როგორც ბათუმში, სასწავლო პროცესი გადაიდება პირველ ოქტომბრამდე. ოღონდ მსხვილ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი და ფოთი. ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი - უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში დაიწყება პირველ ოქტომბერს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
