საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20
87 ახალი შემთხვევიდან 29 არის ბათუმის შემთხვევები, 24 გახლავთ ქუთაისის სკოლის შემთხვევიდან, 12 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები, 5 არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში, 4 შემოტანილი შემთხვევა, 3 არის სამედიცინო პერსონალი და 10 შემთხვევაზე ეპიდკვლევა გრძელდება- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა
