არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტებს მიმართავს
არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტებს მიმართავს, მხარი დაუჭირონ საპარლამენტო არჩევნებში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის მონაწილეობას.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დაგეგმილ არჩევნებში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ჩართულობა იქნებოდა საქართველოსადმი მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა, ევროკავშირ-საქართველოს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების ხაზგასმა და ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე საქართველოს წახალისება. პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში საქართველოს მიერ კორონავირუსთან ბრძოლაში მიღწეულ წარმატებაზეც ამახვილებს ყურადღებას და ხაზს უსვამს საპარლამენტო არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მონიტორინგის განხორციელების მნიშვნელობას.
