ეპიდვითარება მსოფლიოში
მსოფლიოს ქვეყნები ეპიდაფეთქებას ებრძვიან. განსაკუთრებით მწვავეა ვითარება ინდოეთში, სადაც ბოლო დღე-ღამეში კოვიდ 19-ით ინფიცირების 100 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში 4 მილიონ ნახევარი შეადგინა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფიცირებულთა რაოდენობა 6 მილიონ ნახევარს აჭარბებს, გარდაცვლილია 195 ათასზე მეტი ადამიანი. ყოველდღიურად, 5 ათასზე მეტით მატულობს კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელი რუსეთში, ასევე ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ინფიცირების ახალი შემთხვევების მკვეთრად მზარდი ტენდენციის გამო, საავადმყოფოებში მიმართვიანობა გაიზარდა საფრანგეთსა და ესპანეთში. დღეში 2 ათასით მატულობს ინფიცირებულთა რაოდენობა ბრიტანეთშიც და ჯამში 355 ათასს აჭარბებს. ერთ დღეში კოვიდ 19-ის 2 ათასამდე ახალი შემთხვევა აღრიცხა ისრაელმა, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლება საყოველთაო კარანტინის გამოცხადების საკითხს განიხილავს. 3 ათასამდე ახალი შემთხვევა დადასტურდა უკრაინაში. ყოველდღიურად რამდენიმე ასეულით მატულობს ინფიცირებულთა რიცხვი გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთსა და ნიდერლანდებში. გლობალურად, კოვიდ 19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 28 მილიონ 77 ათასს აღემატება, მათგან 20 მილიონ 150 ათასამდე გამოჯანმრთელდა, 908 ათასი კი გარდაიცვალა.
