COVID-19 და მთავრობის პოლიტიკა
თბილისში გადახდილმა ერთმა ქორწილმა ქვეყანაში 5-ი კლასტერი შექმნა. პანდემიისთვის შეუფერებელი მოუფრთხილებლობა და უყურადღებობა დღეს არსებულ ვითარებაში დიდ როლს თამაშობს. წინ სასწავლო წლის დაწყება და სეზონური გრიპის პერიოდია. შესაბამისად, წესრიგის და წესების დაცვა ერთადერთი გამოსავალია. სპეციალური რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ მშობლებს, ასევე ყველა დაწესებულების დირექციას.
