ეპიდვითარება საქართველოში - მეორე ტალღის ზღვარზე
კოვიდ 19-ის მეორე ტალღა, სავარაუდოდ, იწყება. პირველად პანდემიის პირობებში საქართველოს ერთ დღეში 57 ახალი პაციენტი ჰყავს. ეპიდვითარება მიმდინარე თვეს განსაკუთრებულად გართულდა, აგვისტოში ყველაზე დიდი დღიური მაჩვენებელი 25 პაციენტი იყო. მზარდია ეგრეთ წოდებული კლასტერების რაოდენობაც და შემადგენლობაც. ჯერ კიდევ უცნობია რამდენიმე ასეული კონტაქტის ტესტის პასუხი. დიდი ალბათობით, სტატისტიკა ხვალ კიდევ უფრო მძიმე იქნება. ცოტა ხნის წინ 21 შემთხვევა დადასტურდა ქუთაისის ერთ სკოლაში.
