საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რვა ერის“ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას
რაგბი ჩვენი თამაშია - საქართველო ევროპის ტოპ სარაგბო ქვეყნებს შეუერთდა. ნოემბრიდან ბორჯღალოსნები ექვსი ერის ნაკრებებსა და ფიჯის გაეჯიბრებიან. უკვე წლებია საქართველო ცდილობს დაამტკიცოს, რომ ინგლისთან, ირლანდიასთან, უელსთან, შოტლანდიასთან, საფრანგეთთან და იტალიასთან ტოლსწორად თამაშს იმსახურებს. ასეთი შესაძლებლობა ბორჯღალოსნებს 13-ი ნოემბრიდან 6-ს დეკემბრამდე პერიოდში, სრულიად ახალ და ინოვაციურ ტურნირში მიეცემათ. სანდრო გამსახურდიაა პირდაპირ ეთერში.
                        
                    
                    
                    
                    
                