კოვიდ19 რუსთავში კიდევ ერთი კლინიკის ექიმს დაუდასტურდა
კლინიკა "რუსთავის" დირექტორი ქრონიკასთან საუბარში ადასტურებს, რომ ინფიცირებულია ექიმი, რომელიც კარდიოლოგიურ განყოფილებაში მუშაობდა. მისი ინფიცირების წყაროს ეპიდემიოლოგები ამ დრომდე იკვლევენ. ტესტი უკვე ჩაუტარეს კლინიკის ექიმებს და პაციენტებს.
