"ქართული ოცნება" დღეს 2020 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს დაასახელებს
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე მმართველი გუნდი მომავალ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც დაასახელებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის ინფორმაციით, სიაში იქნებიან როგორც ნაცნობი, ისე ახალი სახეები.
