თვის ბოლომდე აშშ ერაყიდან 2 200 სამხედროს გაიყვანს
მომდევნო კვირების განმავლობაში აშშ ერაყიდან სამხედრო კონტინგენტის მესამედზე მეტს გაიყვანს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ჯარის მეთაურმა, გენერალმა კენეტ მაკკენზიმ განაცხადა. მისი თქმით, სექტემბრის განმავლობაში აშშ-ის სამხედროების რაოდენობა ერაყში 5 200-დან 3 000-მდე შემცირდება. ისინი კი ვინც ქვეყანაში დარჩებიან ერაყის თავდაცვის ძალებს „ისლამური სახელმწიფოს“ ნარჩენების დამარცხებაში დაეხმარებიან.
