ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს მორიგი წევრი გაუჩინარდა
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს მორიგი წევრი გაუჩინარდა. თვითმხილველების თქმით, მაქსიმ ზნაკი, ნიღბიანმა მამაკაცებმა მინსკის ერთ-ერთ ქუჩაზე დააკავეს. ნიღბიანების სახლში შეჭრის მცდელობაზე ავრცელებს ინფორმაციას საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ნობელიანტი სვეტლანა ალექსიევიჩი. მსგავს ვითარებაში გაუჩინარდა 7 სექტემბერს ანტისამთავრობო დემონსტრაციების ერთ-ერთი ლიდერი მარია კოლესნიკოვაც, რომელსაც მისი თანაგუნდელებისა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ბელარუს-უკრაინის საზღვრის გადაკვეთა აიძულეს, თუმცა მან ქვეყანაში დარჩენის მიზნით პასპორტი დახია.
