ბელარუსის კრიზისი - განცხადებები საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით
სვეტლანა ტიხონოვსკაიას თქმით, ბელარუსში ანტისამთავრობო დემონსტრაციები მშვიდობიანი სახით უნდა შენარჩუნდეს. ეს განცხადება ოპოზიციის ლიდერმა ვარშავაში ვიზიტისას გააკეთა. ის პოლონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპა ბელარუსისა და მისი ხალხისთვის ღიაა.
ბელარუსში მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციებზე მორიგი კომენტარი გააკეთა ალექსანდრ ლუკაშენკომაც. პრეზიდენტის თქმით, საპროტესტო აქციებს ბელარუსში უცხო ქვეყნების ზეგავლენა განაპირობებს და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ვარშავიდან იმართება.
