ირაკლი ჩიქოვანმა სმენადაქვეითებულთა და უსინათლო პირთა კლუბის წევრებს გეგმები გააცნო
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, დღეს შეხვედრა სმენადაქვეითებულთა და უსინათლო პირთა კლუბის წევრებთან გამართა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შეკრებილებს ზუგდიდის განვითარების ხედვა გააცნო. კომუნიკაციის დამყარებაში ირაკლი ჩიქოვანს ჟესტური ენის სპეციალისტი დაეხმარა. ეს კავშირი 100-ზე მეტ ბენეფიციარს აერთიანებს.
