ზუგდიდში მამუკა ხაზარაძეს კიტოვანის მხარეს გადასვლა და მერაბ კოსტავას ფიზიკური შეურაცხყოფა შეახსენეს
ურთიერთშელაპარაკება დაშეხლა-შემოხლა „ლელოს“ საარჩევნო შეხვედრაზე. მამუკა ხაზარაძეს ზუგდიდში ეროვნული მოძრაობის ვეტერანები საპროტესტო აქციით დახვდნენ. ისინი ხაზარაძეს 90-იანი წლებში მის საქმიანობას ახსენებენ და ამბობენ, რომ ხაზარაძე რუსულ პროპაგანდას ეწეოდა და წლების განმავლობაში ებრძოდა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას. ამასთან, ისინი იხსნებენ ფილარმონიასთან მომხდარ ინციდენტს, როდესაც მათი მტკიცებით, ხაზარაძე მერაბ კოსტავას ფიზიკურად გაუსწორდა.
