დავით ზალკალიანსა და ენდი მორტონს შორის ვირტუალური შეხვედრა შედგა
2020 წლის 9 სექტემბერს, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-7 რაუნდის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების საქმეთა მინისტრს, უენდი მორტონს შორის ვირტუალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის შემდგომი ურთიერთობების მთავარი გზამკვლევის, 2019 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ იმპლემენტაციის აქტუალობას. საუბარი ასევე შეეხო თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობას, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პრიორიტეტულობას; ნატო-საქართველოს თანამშრომლობას; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობას.
