შალვა ნათელაშვილის თავდასხმა მსახიობებზე - შეფასებები
შალვა ნათელაშვილის შეურაცხმყოფელი განცხადებები პოლიტიკას და პოლიტიკოსებს გასცდა. ის კახი კავსაძეს მლიქვნელ მსახიობს უწოდებს. კარგია ივანიშვილის ბაგაზე გარანტირებული კვება, - ლეიბორისტული პარტიის ლიდერი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ფოტოებს აზიარებს, სადაც კახი კავსაძე ბიძინა ივანიშვილს გულითადად ესალმება. შეუმდგარი და დაბოღმილი პოლიტიკოსი - ასე აფასებენ მსახიობები შალვა ნათელაშვილს. მისგან შეურაცხმყოფელი განცხადებები არ უკვირთ, თუმცა ამბობენ, რომ ამას პასუხი აუცილებლად სჭირდება.
