საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
44 ახალი ინფიცირებული. კოვიდ 19-ის სტატისტიკა კვლავ სწრაფად იზრდება. აჭარა კი ისევ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. პაციენტთა უმეტესობა ზღვისპირა რეგიონს უკავშირდება. მთავრობა კიდევ ერთ გზავნილს ავრცელებს - 20 აგვისტოს შემდეგ თუ იმყოფებოდით ბათუმის საკონდიტრო „დონაში“, 30-31 აგვისტოს სასტუმრო „ოაზისში“, ან 29 აგვისტოს ქორწილში, რესტორან „მრავალჟამიერში“, ჩაიტარეთ უფასო ტესტი.
