"ასტრა-ზენე-კასა“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მიმდინარე საბოლოო კლინიკური ცდები შეწყდა
მიზეზი ექსპერიმენტის ერთ-ერთ მონაწილეში გამოვლენილი გვერდითი რეაქცია გახდა. ვაქცინას ერთ-ერთ სერიოზულ კანდიდატად განიხილავენ იმ პოტენციურ ვაქცინებს შორის, რომლებზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ. ჩატარებული ცდების პირველი და მეორე ფაზა წარმატებული აღმოჩნდა.
