თანამედროვე ბალეტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
თანამედროვე ბალეტი მუზეუმში - 10-დან 13-ი სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ეროვნული მუზეუმის შიდა ეზო „თბილისის თანამედროვე ბალეტის'' წარმოდგენებს დაეთმობა. სოციალური დისტანცირებით მოწყობილ სამუზეუმო სივრცეში წარმოდგენილი იქნება გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფია. საბალეტო მინიატურებთან ერთად, შედგება გია ყანჩელის „ფსალმუნის“ პრემიერა.
