ეპიდვითარება მსოფლიოში
მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდა. კოვიდ 19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების მკვეთრი მატებაა ევროპის ქვეყნებში. ეპიდვითარებას შემაშფოთებელს უწოდებენ ჯანდაცვის მინისტრები გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთში. ექსპერტები უმძიმესად აფასებენ კოვიდ 19-ის აფეთქებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება ლათინური ამერიკის ქვეყნებშიც. ინდოეთში კი, კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური რაოდენობა დაფიქსირდა.
