უნებართვო მშენებლობა ბათუმში, ე.წ. ჭაობის დასახლებაში
ბათუმში, ე.წ. ჭაობის დასახლებაში, მარუხის ქუჩაზე გამოვლენილ უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც ჯარიმასა და შენობა-ნაგებობის დემონტაჟს ითვალისწინებს. 2019 წელს მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ, მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით, ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურს მიმართა, თუმცა განმცხადებელს უარი ეთქვა. დისციპლინური წარმოება მუნიპალიტეტის იმ თანამშრომლებთან მიმართებაში დაიწყო, რომელთაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უშუალოდ ევალებოდათ ფაქტზე რეაგირება.
