სახელმწიფოს მხარდაჭერა ფერმერებს - სუბსიდირების პროგრამა იწყება
სახელმწიფოს მხარდაჭერა ფერმერებს - არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშესაწყობად სუბსიდირების პროგრამა იწყება. ვაშლის მოსავლის აღების სეზონზე, წარმოებული პროდუქცია ფერმერებს დაუბინავებელი არ დარჩებათ და მოსავლის რეალიზაციის კუთხით პრობლემა არ შეიქმნება. არასტანდარტული ვაშლის შეძენის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიებიც, რომლებიც ვაშლს არანაკლებ 22 თეთრად შეისყიდიან.
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
