ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ
აღიარების ეტაპი მხოლოდ ''ნაციონალურ მოძრაობას'' არ აქვს. ამ გუნდის განაყოფი პარტია ადასტურებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ერთპიროვნულ მმართველობასა და შეუსრულებელ დაპირებებთან ასოცირდება. ''ევროპული საქართველო'' საარჩევნო ბროშურებში ცდილობს ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ ყოფილ თანამოაზრეთაგან განსხვავებულ ძალად ჩამოყალიბდა, რომ წარსულს კრიტიკულად იაზრებს და რეალურ დაპირებებს გასცემს. ''ნაციონალური მოძრაობა'' კი ბოკერია-უგულავას გუნდს სტრატეგიას უწუნებს.
