მიხეილ სააკაშვილის ცრუ დაპირება - გაურკვეველი ვადით გადადებული დაბრუნება
მიხეილ სააკაშვილი ამომრჩეველს ისევ ატყუებს. ის 2015 წელსაც ამბობდა, რომ საქართველოში მაქსიმუმ 1 წელში იქნებოდა. კიდევ ერთი ანონსი უკრაინიდან პოლონეთში დეპორტირებულისგან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გავრცელდა, „დაბრუნების“ გეგმა მხოლოდ წელს უკვე მეორედ დაწერა. ის, რასაც, შესაძლოა, ელექტორატის მობილიზებისთვის აკეთებდეს, პიარ-სპეციალისტების შეფასებით უკურეაქციას იწვევს.
