საპარლამენტო არჩევნები პანდემიის პირობებში
ამ დროისთვის სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 390 ადამიანი რჩება, ხუთი ათასზე მეტი მოქალაქე კარანტინშია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ არ გადაუწყვეტია - რა ბედი ელის 6 ათას 272 ამომრჩევლის ხმას. პანდემიამ არჩევნები მსოფლიოს მასშტაბით აქცია კიდევ ერთ გამოწვევად, საქართველომ პარლამენტი 54 დღეში უნდა აირჩიოს და ამ ვადაში ცესკომ უნდა მოიფიქროს, როგორ დაიცვას ხმებთან ერთად, ჯანმრთელობა.
