აჭარა წითელ ზონად გამოცხადდა
ახალ შემთხვევათა უმეტესობა აჭარას უკავშირდება, დაკეტილია იუსტიციის სახლი და ხოფის ბაზრობა. კოვიდ-პაცენტებს მკურნალობენ სამეგრელოში, იმერეთში, სვანეთსა და კახეთში. აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა, იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42,4-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ აჭარა წითელი ზონაა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
