ბელარუსის საპროტესტო აქციების ლიდერთა რიგებს კიდევ ერთი ოპოზიციონერი გამოაკლდა
გაუჩინარებულია მარია კოლესნიკოვა. ვრცელდება ინფორმაცია ძალის გამოყენებით მისი შესაძლო დაკავების შესახებ. ბელარუსში გამართული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო აქციის „ერთობის მარშის“ 600-ზე მეტი მონაწილე დაპატიმრებულია. უფლებადამცველებს წამების 500-მდე შემთხვევა აქვთ აღრიცხული, თუმცა ამას ოფიციალური მინსკი უარყოფს.
