"აწარმოე საქართველოში" - საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები საქართველოს ეწვივნენ
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და იუესაიდის მხარდაჭერით, საქართველოს საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები გერმანიიდან, ამერიკიდან და ბალტიისპირეთიდან ეწვევივნენ. დღეს პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა. ექსპერტებს ქვეყნის ეკონომიკაზე, საინვესტიციო პოტენციალსა და მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებულ სახელმწიფო პროგრამებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
