დედოფლისწყაროში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რიგით 83-ე საზოგადოებრივი ცენტრი დედოფლისწყაროში დღეს საზეიმოდ გახსნა. საზოგადოებრივი ცენტრი კახეთის რეგიონში რიგით მეცამეტეა. ცენტრები ფუნქციონირებს შაშიანში, ყვარელწყალში, ნუკრიანში, შილდაში, კაბალში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, სანიორეში, წნორში, კაჭრეთში, ახალსოფელსა და უდაბნოში. საზოგადოებრივი ცენტრი დედოფლისწყაროსა და მიმდებარე სოფლების – ზემო და ქვემო ქედის, ფიროსმანის, საბათლოს, სამთაწყაროს, ხორნაბუჯის, სამრეკლოს, ოზაანის, არბოშიკის, ზემო მაჩხაანის, მირზაანის, გამარჯვებისა და სხვათა – 28 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.
