სავალდებულო საკარანტინო პერიოდი შესაძლოა შემცირდეს
სავალდებულო საკარანტინო პერიოდი შესაძლოა 12-დან 8 დღემდე შემცირდეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, სტატისტიკით ირკვევა, რომ ინფექცია ძირითადად მეშვიდე დღეს ვლინდება. თამარ გაბუნია აქვე აღნიშნავს, რომ რისკი 100%-ით PCR ტესტირებით დაიზღვევა. საკითხზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეს იმსჯელებს.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
