ოდესის მოქმედი მერი მიხეილ სააკაშვილს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
ოდესის მოქმედი მერი ყოფილ გუბერნატორს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს და იმის დასტურად, რომ მიხეილ სააკაშვილი პირადი კეთილდღეობით იყო დაინტერესებული, ოდესის ცენტრალურ უბანში ძვირად ღირებული პენტჰაუზი მოჰყავს. ''იმედის კვირისთვის'' მიცემულ ინტერვიუში მერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში სამხედრო ბაზის ყოფილი ტერიტორია ჯერ გაასხვისა, შემდეგ კი ამისათვის, აღნიშნულ მიწაზე აშენებულ კორპუსში აპარტამენტი მიიღო.
