მიხეილ სააკაშვილი ''ნაციონალური მოძრაობის'' პრემიერობის კანდიდატია
მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას ახლა უკვე „ძალა ერთობაშია“ აანონსებს და მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ასახელებს. ''ნაციონალური მოძრაობის'' გარშემო გაერთიანებული პარტიების სახელით, დღეს განცხადება გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის რესურსის გამოყენება სახელმწიფოსთვის აუცილებელია. კითხვას, როგორ აპირებს ძებნილი ექს-პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნებას, გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა, რომ ამაზე მათი ლიდერი თავად ისაუბრებს.
