საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში გამოვლენილი ახალი კოვიდ პაციენტებიდან დიდი ნაწილი კვლავ აჭარას უკავშირდება. 34 შემთხვევიდან ამ დროისთვის ცნობილი არ არის მხოლოდ ორის ინფიცირების წყარო. ბოლო პერიოდში, სტაბილურად გაზრდილი მონაცემების მიუხედავად, სპეციალისტთა შეფასებით, განსაკუთრებული ზომების მიღების აუცილებლობა არ დგას.
