დავით ზალკალიანი „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის დაწყებას ეხმიანება
„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის დაწყებას ეხმიანება საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანის განცხადებით, არსებული გამოწვევებისა და ჰიბრიდული საფრთხის ფონზე, წლევანდელი სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ქვეყნის პირველი დიპლომატი განსაკუთრებულ მადლობას უხდის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, აშშ-ისა და ნატოს სტანდარტებთან ჩვენი თავსებადობის შემდგომი გაზრდის, თავდაცვის ძალებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
„გლობალური პანდემიის მიუხედავად, წელს ამ წვრთნის ჩატარება უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ისა და ნატო-ს მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“,- წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.
