ეპიდვითარება მეზობელ ქვეყნებში - ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა მეზობელ სახელმწიფოებში. სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 2 პაციენტი, სულ ქვეყანა 44 ათას 800-მდე კოვიდ-დადებით და 897 გარდაცვლილ პაციენტს ითვლის. აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ით 3 პაციენტი გარდაიცვალა, 137 კი დაინფიცირდა. თურქეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 53-ით, ინფიცირებულთა კი - ათას 500-ზე მეტით გაიზარდა. კოვიდინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე მყოფ რუსეთში 24 საათში 5 ათასზე მეტი პაციენტი დარეგისტრირდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი მილიონს აჭარბებს.
