ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია. ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს გარდაცვლილი 74 წლის ქალია, ის სოხუმიდან გუდაუთის საავადმყოფოში გადაყვანისას დაიღუპა.
