არჩილ თალაკვაძე მოქალაქეებს მიმართავს
პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ამ დრომდე თვითიზოლაციაში რჩება, მოქალაქეებს მიმართავს. არჩილ თალაკვაძის თქმით, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული რამდენად შევძლებთ ქვეყანაში კოვიდინფექციის დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნებას. სპიკერის განმარტებით, მას და მის ოჯახის წევრებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, თუმცა ასრულებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც ჯანდაცვის უწყებებმა გასცეს.
პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაში მას შემდეგ იმყოფება, რაც „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულთან უშუალო კონტაქტი არჩილ თალაკვაძის დაცვის წევრს ჰქონდა.
