აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის განცხადებით, არც ერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის არც ერთ გამოკვლეულ თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ვცდილობთ, აღვადგინოთ ეთერი და დღეს უკვე ჩანიშნული გვაქვს საინფორმაციო სამსახურის თათბირი. ჩემი დიდი სურვილია, ხვალიდან აღვადგინოთ საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა“ - აცხადებს საინფორმაციო სამსახურის უფროსი.
სიუჟეტის ავტორი: დაჯი ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
