დღე-ღამეში მსოფლიოში 6 027 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 871 ათასს გადააჭარბა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 871 166 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 26 468 031 ადამიანი დაინფიცირდა.
მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 296 032 შემთხვევა გამოვლინდა, 6 027 ადამიანი კი COVID-19-ს ემსხვერპლა.
