ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „ჯანდაცვის სამინისტრო“ ავრცელებს.
კორონავირუსზე ტესტირება 189 ადამიანს ჩაუტარდა. ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 41 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 502 შემთხვევაა დადასტურებული, 157 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.
