საქართველოში კორონავირუსით კიდევ 29 ადამიანი დაინფიცირდა, 8 კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 650 შემთხვევაა დადასტურებული.
განკურნებულთა რაოდენობა კი 1 310-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 020 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 299.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
სიუჟეტის ავტორი: დაჯი ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
