ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფიცირებული შუახნის კაცი სოფელ ასკანის მკვიდრია.
ამის შესახებ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ქუტიძემ განაცხადა.
არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულს ჩოხატაურში მცხოვრებ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები სოფელ ასკანაში არსებულ ვითარებას ადგილზე შეისწავლიან.
ეს გურიაში დაფიქსირებული კორონავირუსის მეორე შემთხვევაა. პირველი 4 სექტემბერს ჩოხატაურში დაფიქსირდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 302-ს შეადგენს.
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
