ქრონიკის სპეციალური გამოშვება - 4 სექტემბერი, 2020 წელი
საქართველოს მთავარ პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. პროკურატურამ გაასაჯაროვა ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებიც ასახავს 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის სხვადასხვა აფთიაქებში ყოფნისა და კონკრეტული მედიკამენტების შეძენის ფაქტს.
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში, აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. პროკურატურის ინფორმაციით, „ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულობით აღემატება დადგენილ მინიმალურ, ლეტალურ ოდენობას“.
