გიორგი გახარია გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას აფასებს
კენჭისყრის ასეთი შედეგით, ქართული დიპლომატიის წარმატება დასტურდება, – ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. მთავრობის მეთაური პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. “ დღეს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის სხდომაზე უპრეცედენტო მხარდაჭერით იქნა მიღებული რეზოლუცია იძულებით ადგილნაცვალი პირების შესახებ, რითაც მათი და დევნილების სახლში დაბრუნების უფლება იქნა განმტკიცებული. გაეროს რეზოლუციას 84 მხარდამჭერი ქვეყანა და 54 თანაინიციატორი ჰყავს. კენჭისყრის ასეთი შედეგით, დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება! მადლობას ვუხდი პარტნიორებს მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
