ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები წესდება
ევროკავშირის ელჩი პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს მიესალმება. საკანონმდებლო ცვლილებები ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებს აწესებს. კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეს საქართველოდან გასვლის უფლება არ ექნება, თუ სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ან წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შენგენის იმ ქვეყანაში მიემგზავრება, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს, ხოლო მოქალაქეს საჭირო დოკუმენტაციები არ მოეპოვება და შენგენის ზონაში შესვლის პირობებს ვერ აკმაყოფილებს, შესაძლოა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვას. მნიშვნელოვანია, რომ ამას ქართველი მესაზღვრე გააკონტროლებს.
