ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის ოჯახზე ფეიკნიუსს ავრცელებს
მთავარი ფეიკ არხის გენერალური დირექტორი და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი იდეოლოგი საზოგადოების მიზანმიმართულად მოტყუებას და ადამიანების დისკრედიტაციის მცდელობას განაგრძობს. მორიგი მავნებლური ფეიკნიუსი ამჯერად ბერა ივანიშვილსა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახზე გაავრცელა. მთავარი ფეიკ არხის დირექტორმა ივანიშვილების ოჯახის ფოტო ფეისბუქზე გამოაქვეყნა და შემდეგი შინაარსის კომენტარი დაურთო. „ ხუმრობა იქეთ იყოს და ამათი ავადმყოფური მდგომარეობა, ქვეყნის ერთპიროვნული მმართველობის კონტექსტში, უკვე ძალიან საშიშ მასშტაბებს იღებს, -წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
