ლუგარის ლაბორატორიასა და ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე კიბერთავდასხმა - შეფასებები
კიბერთავდასხმასთან დაკაშირებით განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.
თეა წულუკიანის შეფასებით, უცნაური არ არის, რომ სწორედ ჯანდაცვის სისტემაზე, ლუგარის ლაბორატორიასა და იმ წარმატებულ სისტემაზე ხორციელდება კიბერშეტევა, რომელიც, როგორც ჩანს, ვიღაცას ქვეყნის გარეთ ხელს უშლის და აწუხებს, რადგან წარმატებული საქართველო ვიღაცისთვის მიუღებელია.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი კიბერშეტევის ფაქტით შეშფოთებულია. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ არჩევნების წინ კიბერუსაფრთხოება არის ის თემა, რომელიც ძალიან სერიოზულ საკითხს წარმოადგენს და მას დაცვა სჭირდება.
