აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან 9 საკონდიტრო „დონას“ კლასტერის კონტაქტია. გარდა ამისა, 1 კოვიდინფიცირებული მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ოჯახის წევრია, 1 - საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, 2 - აქამდე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრები არიან.
