საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. ეს არ გახლავთ ჩვეულებრივი რეზოლუცია, ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.
